LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის პუნქტები უნდა მომზადდეს ისე, რომ არავის ღირსება არ შეილახოს: პაატა მანჯგალაძე

88
პოლიტიკური-პლატფორმა-ახალი-საქართველოს-გენერალური-მდივანი-პაატა-მანჯგალაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ამნისტიასთან დაკავშირებით კანონპროექტის პუნქტები ისე უნდა მომზადდეს, რომ არავის ღირსება არ შეილახოს.

მისივე განცხადებით, ამინისტია „ყოველთვის ჰუმანური აქტია, რომელიც ვიღაცის გათავისუფლებას ითვალისწინებს, ამიტომ ამას უნდა შევეგუოთ“.

„რაც შეხება პოლიციელებს, როგორც ვიცი, დაწყებულია გამოძიება, მაგრამ ყველა მათგანი გათავისუფლებულია. ჩვენ ვცდილობთ, ისე განვმარტოთ და ისე გავაკეთოთ ამნისტია, რომ არანაირი მორალური ზიანი არ მიადგეს იმ ადამიანებს, ვისაც ვათავისუფლებთ.

ამინისტია ყოველთვის ჰუმანური აქტია და ითვალისწინებს ვიღაცის გათავისუფლებას, ამას უნდა შევეგუოთ.

კიდევ ერთხელ ვამბობ და ვაზუსტებ, ვინაიდან კანონპროექტის შინაარსი ჯერ არ არის ცნობილი, ჩემი მთავარი პრინციპი იქნება, რომ არავის ღირსებას არ მიადგეს ჩრდილი“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

კითხვაზე, „დაუჭერთ მხარს პოლიციელების ამნისტიას?“, – მანჯგალაძე დადებით პასუხს აფიქსირებს.

ნუ ვართ მიდრეკილები, ძლივს მინელებულ ხანძარზე ნავთი ვასხათ, ავწონოთ, დავწონოთ, არავის ღირსება არ უნდა შეილახოს: ელისაშვილი ამნისტიის კანონზე

დაჩქარებული წესით ამნისტიის შესახებ კანონი ვერ მიიღება… სამი კვირა ან ერთ თვემდე დასჭირდება: შალვა პაპუაშვილი

“შეთანხმება ძალინ კარგია ოღონდ ჩვენი თვალების ხარჯზე არა, ასე მარტივად დაითმობა 20 ივნისი?” – მაკო გომური

magti 5g