LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანა ჯაბაურმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა: “იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”

695
BeFunky-collage (3) (1)

ანა ჯაბაურმა ცოტნე გამსახურდია მოინახულა. როგორც გამსახურდიას მეუღლე ამბობს, თურქეთის კლინიკაში იძულებულები გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა.

“ვნახე, კი. დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა”,-ამის შესახებ ანა ჯაბაურმა “ინტერპრესნიუსს” განუცხადა.

 

“მანანა არჩვაძე-გამნსახურდიამ ხელი შეუშალა” – ანა ჯაბაურს არ ეძლევა საშუალება მეუღლე ინახულოს 

ცნობისთვის, მანამდე ანა ჯაბაურის წარმომადგენელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ანას მეუღლის მონახულების საშუალება არ ჰქონდა.

“მანანა არჩვაძე-გამსახურდიამ, ჩვენთვის მეტად ბუნდოვანი მოტივაციით, მიიღო გადაწყვეტილება ცოტნეს სრული იზოლაციის შესახებ, როგორც მისი მეუღლის, ასევე სრულიად საზოგადოებისგან,– გათქვამია განცხადებაში.

როგორც ჯაბა კვარაცხელია აღნიშნავდა, მათ მიერ აყვანილმა თურქმა ადვოკატმა თურქეთის კლინიკის ხელმძღვანელობისგან მეტად უცნაური ინფორმაცია მიიღო – „ცოტნეს ამგვარი იზოლაციის საფუძველი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მომზადებული საბუთია, რომელიც კრძალავს ცოტნესთან ქ-ნი მანანას გარდა ვინმეს დაშვებას“.

“ცოტნეს პალატიდან დერეფანში უკან გამოსული ანა ჯაბაური იქვე შეესწრო ქალბატონი მანანას სატელეფონო საუბარს, რომელიც ჩვენთვის უცნობ პირთან ყვებოდა, თუ როგორ ელაპარაკა მის მეგობარ სალომე ზურაბიშვილს და თუ როგორ აღუთქვა პრეზიდენტმა დახმარება და მხარდაჭერა“, – აცხადებს ადვოკატი.”

მისივე თქმით, ანა ჯაბაურის გარდა ამ საუბარს ჰყავს სხვა მოწმეც და დაადასტურებს მოსმენილი საუბრის შინაარსს.

 

შეგახსენებთ, ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g