LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანგელა მერკელმა აშშ-ს ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე უარი უთხრა

96
MERKEL-2

გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნაზე ამერიკის შეერთებულ შტატებს უარი უთხრა. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მიუნხენის კონფერენციაზე ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტმა, მაიკ პენსმა გერმანიის კანცლერს მოუწოდა, ქერჩის სრუტეში ხომალდების გაგზავნით, რუსეთისთვის ეჩვენებინა, რომ დასავლეთს ამ წყლებზე წვდომის შენარჩუნება სურს.

მერკელი ინიციატივას თავიდან დათანხმდა და საფრანგეთთან ერთად, ხომალდების ერთჯერადად გაგზავნას ფიქრობდა. თუმცა, მოგვიანებით, ანგელა მერკელმა ვიცეპრეზიდენტის წინადადებაზე უარი თქვა.

ანონიმი წყაროები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების ცვლილების მიზეზი უკრაინის პრეზიდენტის პოზიცია გახდა, რომელმაც მსგავსი ზომები არასაკმარისად მიიჩნია და სრუტეში მუდმივი გადაადგილების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. შედეგად, მსგავს ოპერაციაში მონაწილეობის მიღებაზე საფრანგეთმაც უარი თქვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები