LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქციის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობას ქართუ დააფინანსებს

265
es davdooo unda

აქციაზე დაშავებული რამდენიმე პირი მკურნალობის მიზნით საზღვარგარეთ გაემგზავრა.როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ განაცხადა, 20 ივნისის აქციის დაშლის დროს დაშავებულების საზღვარგარეთ მკურნალობასა და რეაბილიტაციას ფონდი ქართუ დააფინანსებს.

მისივე თქმით, გუშინ ერთი პირი მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ხოლო დღეს ორი პოლიციელი თურქეთში გაემგზავრა. ასევე, დღეს ღამით ერთი პაციენტი ისრაელში გაემგზავრება.

მისი თქმით, კლინიკებში სულ აქციის დროს დაშავებული 10 ადამიანი რჩება.

„დღეის მდგომარეობით, მთლიანად კლინიკებში რჩება 10 პაციენტი. გუშინ ერთ-ერთის გამგზავრება მოხდა მიუნჰენის საუნივერსიტეტო კლინიკაში, ასევე დღეს გაემგზავრა ორი პოლიციელი თურქეთში. დღეს ღამით იგეგმება კიდევ ერთი პაციენტის გამგზავრება რეაბილიტაციისთვის ისრაელში. ვადასტურებ, რომ ფონდმა „ქართუმ“ გამოხატა მზაობა დაფინანსებასთან დაკავშირებით, რომ დანახარჯი სრულად აანაზღაუროს“, – აცხადებს თალაკვაძე.

ამასთან, მისი თქმით, სამი პირი მოთავსებულია რეგიონულ ჰოსპიტალში, რომელთაგან ერთ-ერთს დღეს პალატაში გადაიყვანენ.

ზოიძე: ყველა დაშავებულის მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო აანაზღაურებს 

ზოიძის თქმით, საჭიროების შემთხვევაში, სახელმწიფო უზრუნველყოფს დაშავებულთა საზღვარგარეთ მკურნალობასაც

 

 

 

ფოტო: დათო შალიკაშვილი
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები