LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აქტიურ დახმარებას გვიწევს „მსოფლიო ბანკი“ ვაქცინაციის და ვაქცინების შეძენის პროცესში, საჯარო მადლობა მინდა გადავუხადო: ირაკლი ღარიბაშვილი

47
75cbea25-e2f3-4db7-b671-15694d62fa66

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ანა ბიერდეს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა „მსოფლიო ბანკს“ საჯარო მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ კოვიდპანდემიის დროს „მსოფლიო ბანკი“ საქართველოს აქტიურ დახმარებას უწევს, როგორც ვაქცინაციის, ასევე ვაქცინების შეძენის პროცესში.

პრემიერის განცხადებით, შეხვედრისას მხარეებმა კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე და წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი განიხილეს.

„განვიხილეთ კოვიდ-პანდემიის შედეგები საქართველოს ეკონომიკაზე. მოგეხსენებათ, პანდემიის დროს მსოფლიო ბანკი ერთ-ერთი მთავარი დონორი იყო და ახლაც არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ამ პროცესში. ჩვენ აქტიურ დახმარებას გვიწევს მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის პროცესში, ვაქცინების შეძენის პროცესში და მე მინდა, ბანკს საჯარო მადლობა გადავუხადო ამ მიმართულებით.

ჩვენ წარმატებით მოველაპარაკეთ ვაქცინის მწარმოებელს უშუალოდ, როგორიც არის Pfizer-ი, ასევე ჩვენ მივიღეთ ვაქცინები COVAX-ის პლატფორმიდან – ასტრაზენეკა, Pfizer-ის პირველი პარტია, ჩვენ ახლა ასევე ველოდებით ჩინურ ვაქცინებს, რომელიც ასევე არის ჯანმოს მიერ ავტორიზებული და ამ მიმართულებით წარმატებით ვმუშაობთ. ასე რომ, კიდევ ერთხელ შევაჯამეთ წარმატებული თანამშრომლობის ფართო სპექტრი და არეალი, რაც ჩვენ წლებია გვაქვს. კიდევ ერთხელ მინდა, ქალბატონ ანას მადლობა გადავუხადო,”- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g