კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სენაკში იმყოფება, სადაც თეატრის გახსნას ესწრება.
როგორც თავად კულტურის მინისტრი სოციალურ ქსელში წერს, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი განაიარაღა და დღეიდან, სწორედ მისი მიკროფონით ამცნობს საზოგადოებას გაკეთებული საქმეების შესახებ.
„დღეს, ამ მიკროფონით ვხსნი „ქართუ ფონდის“ მიერ საოცრად რეაბილიტირებულ სენაკის თეატრს! სიმბოლურია.
„ფორმულას“ თუ გლავკანალს (ემას ვცნობ და ლოგოს ვერა) კი მოუწევს ისეთი ჟურნალისტის დანიშვნა რეგიონში, რომელსაც, როცა თავს ესხმის უკვე დარბაზში შესულ რესპონდენტს (რომელმაც მანამდე კითხვებს ფოიეში პასუხები გასცა), აქვს შნო, მარტივად არ განაიარაღებინოს თავი ვისმეს.
არ დავაბრუნებ! :)))) ამ მიკროფონით უნდა გაუწყოთ ამიერიდან გაკეთებული საქმეების შესახებ“. – წერს სოციალურ ქსელში თეა წულუკიანი.