LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება

1277
children-rape-bigstock-26-12-17-1530471484196

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს.

კერძოდ, ამ ცვლილებების თანახმად, არასრულწლოვნის გაუპატიურება უვადო თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არნიშნულ პროექტს პარლამენტმა მესამე მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

სექსუალური ძალადობა ბავშვებზე: 9 თვეში 114 პირი ამხილეს, შსს მშობლებს მიმართავს

უწყება მიმართავს ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას

გარდა ამისა, შეიქმნება სქესობრივი დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზა, რომლის მიზანი იქნება სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა კონტროლი და მათი მხრიდან მოსალოდნელი სექსუალური ძალადობისგან არასრულწლოვნების დაცვა. აღნიშნულ პროექტს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე დაუჭირა მხარი.

სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური. კოორდინატორები პრიორიტეტულად მუშაობენ სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლ არასრულწლოვნებთან და ეხმარებიან დანაშაულის შედეგად გამოწვეული პირველადი სტრესის გამკლავებასა და შესაბამისი სერვისებით სარგებლობაში.

სექსუალური ძალადობა ბავშვებზე – რა იცვლება მსხვერპლისა და მოძალადისთვის

შსს-ს სტატისტიკის თანახმად, არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილ სექსუალური ხასიათის საქმეებში ყველაზე მეტად ჭარბობს გარყვნილი ქმედებისა და სრულწლოვნის მიერ 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ნებაყოფლობითი სქესობრივი კავშირის შემთხვევები.

პრეზიდენტი: სექსუალური ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობა უნდა გვქონდეს

უწყება მიმართავს მოსახლეობას, ბავშვების მშობლებს და ყველა იმ პირს, ვისთვისაც ცნობილი ხდება არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სქესობრივი დანაშაულის შესახებ, დაუყოვნებლივ აცნობონ პოლიციას, რათა მოხდეს დანაშაულზე დროული რეაგირება.

 

პოპულალურები