LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არათუ ტურისტი ჩამოვა, ვინც აქ დაიბადა, ისინიც მიდიან” – ანა ნაცვლიშვილი

131
page

“ლელო საქართველოსთვის” წევრი ანა ნაცვლიშვილი ქვეყნის მიერ გაცხადებულ ერთ-ერთ პრიორიტეტზე შიდა ტურიზმზე ვრცელ სტატუსს აქვეყნებს.

ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ტურიზმის ხელშეწყობა მთავრობის მიერ მოსახლეობის მიმართ დამრიგებლური ტონით კი არ ხდება, არამედ საქმის კეთებით.

საკუთარ მაგალითზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე გვიხსნის რეალურად რატომ აქვს შიდა ტურიზმს პრობლემები – ეს იმის ბრალია, რომ მაღალმთიან სოფლებში გზები გასაკეთებელია, კომუნიკაციები მოსაწყობი, ამის გამო დასვენება კი არა, იქ ცხოვრებაც აღარ უნდა ხალხს.

რეალურად სოფლების დაცარიელების პრობლემა საქართველოში ნამდვილად დგას და თან, მიზეზებს თუ ჩავუღრმავდებით, ეს ლოგიკურია.

ანა ნაცვლიშვილი სოფელ წიფას მაგალითზე წერს.

“სწავლება არაა მთავრობის როლი, ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობა და წასახალისებლად პირობების შექმნაა მთავრობის დანიშნულება!

ბოლოს როდის მქონდა რასაც შვებულება და დასვენება ჰქვია, არ მახსოვს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ დასასვენებლად ყოველთვის საქართველოს ვირჩევ. არა რამე ფეშენ ადგილს, არამედ სოფელს: ან ჩემს ან ჩემი მეუღლის სოფელს.

ახლაც აქ ვართ, სოფელ წიფაში: ეს არის ნამდვილი მთის სოფელი: სუფთა ჰაერი, სუფთა წყალი, ნატურალური პროდუქტი, ლამაზი გარემo – ტყეებით დაფარული მთებით გარშემორტყმული, სიმწვანე და სიმშვიდე.

დასასვენებლად, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახისთვის, უკეთეს ადგილს ბევრს ვერ ნახავ საქართველოში.

7 წელია ზაფხულობით აქ ამოვდივართ ხოლმე. მაგრამ:

? გზა ისეთია, ძალიან თუ არ გიყვარს შენი სოფელი, მანქანას არ გაწირავ! ყოველ ზაფხულს იწყებენ გაკეთებას და მაინც გასაკეთებელია (იქნებ არჩევნების შიშით წელს კარგად გააკეთონ!)

? სოფელში არის რკინიგზა (ცნობილი “მასტერაო” ?), მაგრამ ისეთი ცუდი პირობებია, შენი ხალხი ასე მგზავრობისთვის არ უნდა გაწირო! მაგრამ ფასი ხელმისაწვდომია და ალტერნატივა არ აქვთ ადამიანებს. როცა სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენც ვმგზავრობთ, მაგრამ ???

? თუ წვიმა მოვიდა, რაც აქ ხშირია, სოფლის წყლის ავზი იბიდნება და წყალი ისე იმღვრევა, ვერც დალევ, ვერც საკვებს მოამზადებ.

? სოფელი დღემდე არ არის გაზიფიცირებული

და ა.შ.

მაღალმთიანი სოფლის სტატუსი ბრძოლით მოიპოვა სოფელმა, რაც კარგია და ცოტა შეღავათს აძლევს აქ მაცხოვრებლებს.

სოფელი ცარიელდება, ახალგაზრდების და ბავშვების ჟრიამული მინავლებულია…

ტყე სულ უფრო და უფრო მეჩხერი ხდება, გადის და გადის “გაურკვეველი” მიმართულებით ადგილობრივების სიმდიდრე!

ასეთი დამოკიდებულებით, არათუ ტურისტი არ ჩამოვა აქ, ვინც აქ დაიბადა ისინიც მიდიან და სოფელი თვალსადახელსშუა ქრება.

უკვე რამდენი სოფელი გაქრა ?!

წავახალისოთ შიდა ტურიზმი საქმით და არა სიტყვით,” – წერს ანა ნაცვლიშვილი.

 

ცნობისთვის, პანდემიის გამო, საქართველომ საზღვრები ჩაკეტა, ხელისუფლებამ კი მოქალაქეებს შიდა ტურიზმის ხელშეწყობისკენ და საქართველოში დასვენებისკენ მოუწოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები