LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არაუმეტეს 250 სტუმარი, მინიმუმ 2 მომღერალი და მაქსიმუმ 3 მანქანა საქორწილო კორტეჟში – რა შეზღუდვები წესდება უზბეკეთში

1609
-100452769-wedding

უზბეკეთში მოსახლეობას მოკრძალებული ქორწილების გამართვა მოუწევს. არაუმეტეს 250 ადამიანი, მინიმუმ ორი მომღერალი და მაქსიმუმ სამი მსუბუქი ავტომობილის მონაწილეობა საქორწილო კორტეჟში – ეს იმ შეზღუდვების მცირე ჩამონათვალია, რომელიც უზბეკეთში 2020 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა საოჯახო ღონისძიებებზე, მათ შორის ქორწილებში გარკვეული შეზღუდვები წესდება.

შესაბამისი კანონპროექტი უზბეკეთის პარლამენტმა 20 სექტემბერს მიიღო.

საქმე იმაშია , რომ უზბეკეთში რამდენიმედღიანი ქორწილები და საქორწილო კორტეჟებში ათეულობით ავტომობილების მონაწილეობა ჩვეულებად იქცა, ამ ყველაფერში კი როგორც BBC იუწყება, საშუალოდ 20 ათასი დოლარი იხარჯება.

კანონპროექტის ავტორები განმარტავენ, რომ მსგავსი შეზღუდვები მოქალაქეებს თავიდან ააცილებს დიდი ოდენობით ვალის აღებას, რადგან ზოგიერთი მოქალაქე მასშტაბურ ქორწილს მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო იხდის, რომ ნათესავები და მეზობლები არ განაწყენდნენ.

ამასთან, დეპუტატები განმარტავენ, რომ ბოლო წლებში ქორწილების, დაკრძალვებისა და სხვა სახის საოჯახო ღონისძიებების პომპეზურად გამართვამ, სხვა ადამიანების სოციალური სტატუსი უგულებელყო.

კანონში მკაცრად არის გაწერილი ქორწილის ხანგრძლივობა და ის დილის 6 საათიდან მაქსიმუმ ღამის 11 საათამდე შეიძლება გაგრძელდეს.

რაც შეეხება დაკრძალვის პროცედურებს, ახალი კანონით გარდაცვილილი აუცილებლად სამ დღეში უნდა დაიკრძალოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები