თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა საჭირო ღონისძიებები გაატარა. თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ შეზღუდვებს, რომელიც მთავრობამ საერთო კონსულტაციისა და ფართო მსჯელობების შემდეგ მიიღო, კიდევ რამდენიმე აუცილებელი განკარგულება დაემატება. კლინიკის ხელმძღვანელის თქმით, საქართველო ჯერჯერობით ახერხებს ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დადოს.
“მთავრობის მიერ გატარდა საჭირო და აუცილებელი ღონისძიებები და ველოდებით კიდევ დაემატება რამდენიმე შეზღუდვა. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო მოსახლეობას მაქსიმალურად დარჩნენ შინ. საქართველო ახერხებს, რომ ევროპაში ანახოს ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
ინფექციური კლინიკის ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ახალი კორონავირუსის ეპიდემიის დასრულების დრო უცნობია. მისი განმარტებით, ვირუსი ბუნებით ახალგაზრდაა და მისი თვისებები ჯერ კიდევ ბოლომდე შესწავლილი არ არის.
კერძო კლინიკები საჭიროების შემთხვევაში 1 500-მდე პაციენტს მიიღებენ
“როდის დასრულდება ეს არავინ არ იცის. არის მხოლოდ ვარაუდები. ეს ვარაუდები ეფუძნება გრიპის ვირუსთან შედარებას და ამიტომ ვფიქრობთ, რომ შესაძლოა კორონავირუსი ისეთივე დაღმავალი გზით წარიმართოს, როგორც ეს გრიპის შემთხვევაში ხდება. იმ შემთხვევაში თუ “კოვიდ-19″ არ წავიდა დაღმავალი გზით, ამისთვისაც უნდა ვიყოთ მზად”, – აღნიშნა ცერცვაძემ.
რაც შეეხება საკითხს საყოველთაო ტესტირებასთან დაკავშირებით, ინფექციური კლინიკის დირექტორი განმარტავს, რომ ეს იქნება უკვე მეორე ეტაპის შემთხვევაში, როდესაც შიდაგადაცემა გახშირდება. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მხოლოდ კლინიკური მაჩვენებელი და სიმპტომები საკმარისი იქნება ტესტის გასაკეთებლად.
რა ღირს კორონავირუსის ტესტის გაკეთება