LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს” – პაატა იმნაძე

173
imnadzepaataa1

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში არის ერთი კოვიდინფიცირებული პაციენტი, რომელიც მკურნალობას შინ გადის. იმნაძის განმარტებით, პაციენტს უკვე გადატანილი აქვს დაავადება და ამჟამად ცხოვრობს შვილებთან ერთად. სხვა დეტალები იმნაძეს არ გაუსაჯაროვებია, მხოლოდ აღნიშნა, რომ საქართველოში მსგავსი პრეცენდენტი უკვე გვაქვს.

„ჩვენთან საქართველში უკვე არის ერთი პაციენტი, რომელიც სახლში მკურნალობს. ჩვენ არ გაგვიჟღერებია ეს აქამდე. ცხოვრობს შვილთან ერთად, რომელსაც კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს. ჩვენ უკვე გვაქვს ასეთი პრეცედენტი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, უახლესი მონაცემებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 411 დადასდტურებული შემთხვევა ფიქსირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g