LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არსებულ კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი: ზაალ უდუმაშვილი

91
zaal-udumashvili-w-h

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის ზაალ უდუმაშვილის შეფასებით არსებულ კოვიდვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლება, მათ შორის პრემიერი.

“ფაქტია, რომ დიდი ხანია, „ქართული ოცნების“ სხვადასხვა შტოს შორის დაპირისპირებაა. ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტიკარაძე-ღარიბაშვილს შორის კარგი ურთიერთობები არ იყო, რაზეც სჯობს, მიზეზებზე თავად ისაუბრონ. ფაქტია, რომ ქვეყანაში კოვიდვითარება უმძიმესია, შედეგებიც ძალიან მძიმეა.

ხელისუფლება პანდემიის პერიოდში მოქმედებს საკუთარი პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე და არა იმის გათვალისწინებით, პანდემიის სამართავად რა იყო უკეთესი. არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებელია არა მხოლოდ ტიკარაძე, არამედ ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, მათ შორის პრემიერ-მინისტრი“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა. მისი განმარტებით, ის პარტიაში დარჩება და „ოცნების“ პოლიტსაბჭოში განაგრძობს საქმიანობას. როგორც მან აღნიშნა, სწორედ პოლიტსაბჭოდან იმუშავებს ქართული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სისტემების გამყარებასა და გაძლიერებაზე.

ეკატერინე ტიკარაძე 3 წლის განმავლობაში იკავებდა მინისტრის პოსტს.