LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ასე ერთ მუშტად შეკრული ქართველები ჯერ არ მინახავს… ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ – ყველაფერი აქვს ნუცას იმისთვის, რომ იყოს ვარსკვლავი“ – ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლები

1091
Untitled design

ქართველი მომღერალი ნუცა ბუზალაძე American Idol-ის ჟიურის გადაწყვეტილებით საუკეთესო 12 კონკურსანტს შორისაა. როგორც ნუცა ბუზალაძე აცხადებს, არ ელოდა ჟიურის მხრიდან ამგვარ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა კონკურსანტი ძალიან ნიჭიერი იყო.

ვიდეო: „ჩვენ ვირჩევთ ნუცას“ – კადრები, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ: ჟიურის გადაწყვეტილება და შოკირებული ნუცა ბუზალაძე

„ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ ლეგენდარულმა ჟიურიმ გადამარჩინა…ეს ჩემთვის სასწაული იყო” – ნუცა ბუზალაძე

მისივე თქმით, ფინალამდე, რომელიც 21 მაისს გაიმართება, ახლა უკვე ყოველ კვირას, იქნება „ლაივი“ და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა, რადგან ხმის მიცემა მხოლოდ „ლაივ“ რეჟიმში, 2 საათის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, როდესაც გადაცემა ტელევიზიით გადაიცემა.

„მთლიანად თქვენს იმედზე ვარ! გთხოვთ გადააშეარეთ“ – ნუცა ბუზალაძე მხარდამჭერებს მიმართავს

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლები ამერიკული მეგაპროექტის American Idol-ის მონაწილე ქართველ კონკურსანტს ნუცა ბუზალაძეს პროექტში მონაწილეობის დღიდან მოყოლებული აქტიურად გულშემატკივრობენ. 

„ეს გოგო ამერიკის მომავალი ვარსკვლავია, მიყვარხარ და ვამაყობ შენით“ – ნინი შერმადინი ნუცა ბუზალაძეზე

ნინი შერმადინი: „ნუცას გამოსვლებზე რომ ეწერება თბილისი, საქართველო, ყველა ჯერზე ვღნავი… ეს დიდი ქართული აღიარებაა…“

ნინი შერმადინმა და ნინი წიკლაურმა „იმედის დღის“ ეთერში ისაუბრეს თუ როგორი ამაყია ყველა ქართველი, განსაკუთრებით ამერიკაში მცხოვრები, ნუცას წარმატებით. ქართველი მომღერლები აღნიშნავენ, რომ ამერიკაში მყოფი ქართველები „ერთ გუნდად და ერთ მუშტად“ არიან შეკრულნი.

ნინი შერმადინი აცხადებს, რომ პროექტის ყველა მონაწილე ძალიან ნიჭიერია, თუმცა მათგან განსხვავებით ნუცას აქვს ყველაფერი, რომელიც უნდა ჰქონდეს ვარსკვლავს. ნინი შერმადინის თქმით, საჭიროა უფრო მეტი მობილიზება, რათა ფინალში ვიხილოთ ქართველი გოგონა, რომელიც მსოფლიოს ერთი ბოლოდან, თავისი ოცნებების ასასრულებლად ამერიკაში ჩავიდა“.

„ჩვენი მანათობელი ვარსკვლავი, რომელიც ახლა იბადება მსოფლიოში, ეს არის ნუცა ბუზალაძე. მეც ვიღებ მოლოცვებს, მეც ვულოცავ და თქვენც გილოცავთ ყველას იმიტომ, რომ ეს თითოეული ქართველის ძალიან დიდი წარმატებაა. ქართველი გოგონა მსოფლიოს ერთი ბოლოდან ჩამოვიდა თავისი ოცნებების ასასრულებლად, იბრძვის და მიდის ბოლომდე, ეს ძალიან დიდი მიღწევაა ჩვენთვის ყველასთვის.

განწყობა ამერიკაში შემდეგნაირია – ასე ერთ გუნდად და ერთ მუშტად შეკრული ქართველები მე ჯერ არ მინახავს.

დარწმუნებული ვიყავი, რომ ფინალამდე მივიდოდა. ყველაფერი აქვს ნუცას იმისთვის, რომ, იყოს ვარსკვლავი. ძალიან ნიჭიერი და მაგარი მომღერლები არიან სხვებიც მაგრამ, „სრული პაკეტი“, რომელიც უნდა ჰქონდეს ვარსკვლავს, აქვს მხოლოდ ნუცას.

ნუცას SMS-ები არ ეყო და ჟიურიმ გადაარჩინა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ძალიან უნდა ვიაქტიუროთ, უფრო მეტი მობილიზება გვჭირდება, ფინალი ძალიან ახლოსაა და მინდა ნუცა ფინალში ვიხილო“, – აცხადებს ნინი შერმადინი.

ზაზა შენგელია: „გთხოვთ გაავრცელოთ, ნუცას მხარდაჭერის ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი მნიშვნელოვან დამატებებს ავრცელებს მხარდაჭერის კამპანიასთან დაკავშირებით“

მომღერალი ნინი წიკლაური კი აცხადებს, რომ „ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ, რადგან ის, რაც ამერიკულ მეგაპროექტში ხდება, ჯერ არ მომხდარა“. ნინი წიკლაურს ამერიკაში თავისი სტუდია აქვს, მისმა მოსწავლეებმა, რომელთა 90% ამერიკაში დაბადებული ქართველები არიან, ნუცას მხარდასაჭერი ვიდეორგოლი გადაიღეს, რომლითაც საზოგადოებას ნუცასთვის ხმის მიცემისკენ მოუწოდებენ.

ქართველი მომღერალი აცხადებს, რომ ყველაფერს აკეთებენ ნუცას ფინალში მოსახვედრად, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ თუ ნუცა ფინალში მოხვედრას ვერ შეძლებს, „მან უნდა იცოდეს, რომ ეს პროექტი უკვე მოიგო მაშინ, როცა American Idol-ში მოხვდა“.

„მართლა ისტორიული ფაქტის მომსწრენი ვართ… ეს აქამდე არ მომხდარა და ისიც არ ვიცი კიდევ ვინმე გაიმეორებს თუ არა ამ შედეგს.

დღესდღეობით ამერიკაში ხდება აბსოლუტურად სხვა… აი ცეცხლია ჩვენში იმიტომ, რომ სულ ვფიქრობთ ნუცას ამბავზე, როგორ მივეხმაროთ და გავიყვანოთ ბოლომდე. განსაკუთრებით მესმის ნუცასი იმიტომ, რომ კონკურსები მაქვს გამოვლილი და შესაბამისად, ვიცი, თითოეულ კონკურსს როგორი გულის აჩქარება, როგორი ნერვიულობა ახლავს და როგორ გტკივა ეს ყველაფერი იმიტომ, რომ ამ ყველაფერს სხვის მიწაზე აკეთებ. იმაზე ფიქრობ, რომ მე ამერიკელი არ ვარ და ვიღაც ამერიკელი შეიძლება ჩემზე რამდენიმე ნაბიჯით წინ იყოს… ეს ძალიან რთულია. როდესაც ნუცა დგება მიკროფონთან და იწყებს სიმღერას, მასთან ერთად მიჩქარდება გული, რადგან ვხვდები ის რას გრძნობს.

ბავშვები, რომელიც ჩემს სტუდიაში სწავლობენ, ძირითადად, 90% არის ამერიკელი ქართველი. როგორც კი გაკვეთილზე მივედი მეუბნებიან „ნინი მას, ნახეთ ნუცამ რა მაგრად იმღერა“… მეთქი, რას ვაკეთებთ ახლა? ამოვიღეთ ტელეფონები, რათა ვაჩვენოთ სხვა ბავშვებსაც, რომ უნდა დაუმესიჯონ ნუცას. პატარა ვიდეორგოლი გამოვიდა, რომ ამდენი ბავშვი ტელეფონებით ხელში დგას და ნუცას ხმას აძლევენ. ისეთი ემოციური იყო…

რეალურად ზოგი ბავშვი საქართველოში ნამყოფი არ არის, ქართული ბევრს ესმის, მაგრამ ბევრს არ ესმის, რადგან, როდესაც აქ სკოლაში დადიან ძალიან რთულია შენი ენა დაიცვა 100%-ით.

მინდა ვუთხრა ყველას, რომ ჩვენ მომღერლები ყველა გაერთიანებული ვართ ნუცასთვის. ძალიან მინდა, რომ ყოველ წელს ერთი ქართველი მაინც იყოს American Idol-ში, თუნდაც აი ამ ბედნიერებისთვის, რა ბედნიერებასაც განვიცდით ამწუთას, ამერიკაში მყოფი ქართველები.

თუ ისე მოხდება, რომ ფინალამდე მივედით და ფინალის იქით ვეღარ მივედით, იცოდე, რომ შენ ეს პროექტი უკვე მოიგე მაშინ, როცა მოხვდი American Idol-ში“, – აცხადებს ნინი წიკლაური.

„ნუცამ მთხოვა სასწრაფოდ გადმომეცა გულშემატკივრებისთვის” – ზაზა შენგელია მიმართვას ავრცელებს

ნუცას მხრიდან გმირობის ტოლფასია მომდევნო ტურში გადასვლაც კი.. ამიტომ, ვფიქრობ ცოტა ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ ისეთი ხასიათის პოსტების გამოქვეყნებას, როგორიცაა: ”შენ აუცილებლად გაიმარჯვებ“ – რას წერს ზაზა შენგელია

 

ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლების მხარდაჭერა ნუცა ბუზალაძეს?ამერიკაში მცხოვრები ქართველი მომღერლების მხარდაჭერა ნუცა ბუზალაძეს, ნინი წიკლაურის სტუდიის ბავშვების ემოციური ვიდეო და ნინი შერმადინის მიმართვა მაყურებელს? უჩა პირმისაშვილი#იმედისდღეPosted by იმედის დღე /Imedis Dge on Thursday, April 27, 2023

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები