აშშ-ში კორონავირუსის სამკურნალო პრეპარატის გამოცდა დაიწყო. ამის შესახებ CNN აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტიის ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება.
პრეპარატი „რემდესივირი“ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეად საიენსმა“ შექმნა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ უკვე შეატყობინა ჩინეთის მთავრობას, რომ „რემდესივირის“ პირველმა ტესტმა აჩვენა დადებითი შედეგი-მას კორონავირუსის დამარცხება შეუძლია.
„ახლა არსებობს მხოლოდ ერთი წამალი, რომელიც ჩვენი აზრით, ეფექტურია და ეს არის „რემდესივირია“ – განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილემ.
ცნობისთვის, პირველი პაციენტი, ვინც „რემდესივირს“ ღებულობს, იაპონიაში საკრუიზო ხომალდიდან აშშ-ში ევაკუირებული მოქალაქეა.
იტალიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 10-მდე გაიზარდა