ჩრდილოეთ იტალიაში კორონავირუსი მძვინვარებს. არსებული ინფორმაციით, ლომბარდიის რეგიონში დღეს კიდევ სამი ადამიანი გარდაიცვალა.
სამივე გარდაცვლილი ხანდაზმული იყო. მთლიანობაში, ამ დროისათვის იტალიაში კორონავირუსით სულ 10 გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება.
შეგახსენებთ, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, 10 ქალაქში კარანტინი გამოაცხადეს. ამის შესახებ “euronews” იუწყება.
გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ მიიღო.
ამაზე მთავრობა გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს
კორონავირუსის გამო, საქართველო იტალიასთან ფრენების შეჩერებას გეგმავს
ჩამოთვლილ ქალაქებში დახურულია სკოლები, ბაღები, მარკეტები, სპორტ დარბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ხოლო ხელისუფლება მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სახლიდან გამოსვლისგან თავი შეიკავონ.
ავსტრიასა და ხორვატიაში კორონავირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა