“ერთი კვირის განმავლობაში 100-ზე მეტი პაციენტი გვყავს, აქედან 5 მძიმედ იყო და უკვე გადაიყვანეს კლინიკებში. დანარჩენი 95 საშუალო სიმძიმისაა და სახლში ვუწევთ კონსულტაციებს,”-ამის შესახებ ქართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციის დამფუძნებელი, ინა ასანიძე აცხადებს.
საქმე იმაშია, რომ ამერიკაში კრიზისული ცენტრი ართული დიასპორული საერთაშორისო კოალიციამ დააფუძნა. ორგანიზაცია უცხოეთში მყოფ ქართველებს პირველად დახმარებას გაუწევს. ფუნქციონირებს ცხელი ხაზიც.
“მათ პრეპატარებით ვამარაგებთ. ჩვენ გვაქვს პირველადი დახმარებისთვის აბსოლუტურად ყველაფერი. ცხელი ხაზი, რომელზეც ყველას შეუძლია დაგვიკავშირდეს,”- აცხადებს ინა ასანიძე.