LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-ში ქართული ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება – ექსპორტი 50%-ით გაიზარდა

58
eqsporti

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის მწარმოებელმა 12-მა კომპანიამ, ნიუიორკში გამართულ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენაში Vinexpo New York მიიღო მონაწილეობა.

გამოფენის ფარგლებში, ღვინის პროფესიონალების, ღვინის ბიზნესისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გამართა.

გამოფენას ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა დაესწრო, რომელმაც შეხვედრები ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართა.

მისი განცხადებით, ნიუიორკის ვინექსპოშიმონაწილეობა ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციას, ცნობადობისა და ექსპორტის ზრდას აშშში.

მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის ექსპორტი აშშ-ს ბაზარზე ბოლო 5 წელია სტაბილურად მზარდია: 2019 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 700 ათასამდე ბოთლი ღვინო, რაც თითქმის 50%-ით აღემატებოდა 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები