LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ათას ოცჯერ ვთქვი, რომ უკრაინაში ომს არ ვგეგმავთ, ბელარუსებისთვის გენეტიკურ დონეზე მიუღებელია ომი: ალექსანდრე ლუკაშენკო

216
ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს თქმით, „მან ათას ოცჯერ თქვა, რომ უკრაინაში ომს არ გეგმავენ, რადგან ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე არის მიუღებელი“.

ლუკაშენკო: რუსეთი უკრაინას სთავაზობს გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია

მისივე თქმით, ბელარუსი უკრაინაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შევა, თუ უკრაინა ბელარუსის წინააღმდეგ თავად დაიწყებს საბრძოლო მოქმედებებს.

ლუკაშენკო პუტინზე: ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია, ფორმაშია ისე, როგორც არასდროს

„ათას ოცჯერ ვთქვი, უკრაინაში ბრძოლა ჩვენს გეგმებში არ შედის. ახლა ეს ცხელი თემაა. ბელარუსებისთვის ომი გენეტიკურ დონეზე მიუღებელია. ახლა მათ ამაზე დაიწყეს ჩაჭიდება და ჩვენ წყნარად უნდა ვუპასუხოთ”, – განაცხადა მან.

ბელარუსის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნიდან „გაქცეული ოპოზიცია“ და მისი მხარდამჭერები ბელარუსების ემოციებით თამაშობენ, როცა აცხადებენ, რომ ბელარუსი უკრაინასთან ომში ჩართვას აპირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g