LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუკაშენკო პუტინზე: ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია, ფორმაშია ისე, როგორც არასდროს

608
BeFunky-collage

ის სრულად ჯანმრთელი ადამიანია. ფიზიკურად ჯანმრთელი. სპორტსმენია. მთელი ეს საუბრები იმისთვისაა, რომ რუსეთის შიგნით პრეზიდენტის მიმართ ნდობა დააზიანონ. არ გამოუვათ, –  ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ლუკაშენკომ იაპონური მედია TBS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა რუსეთის პრეზიდენტზე საუბრისას.

ლუკაშენკომ რუსეთის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და ასევე, უპასუხა იაპონელი ჟურნალისტის შეკითხვას, თუ როგორ აფასებს ის ვლადიმირ პუტინს.

ლუკაშენკო: რუსეთი უკრაინას სთავაზობს გახდეს ისეთი, როგორიც ბელარუსია

“ჩვენ არა უბრალოდ ვხვდებოდით, როგორც მეთაურები. მე ამ ადამიანთან მეგობრულ ურთიერთობაში ვარ. ყურადღებას ვაქცევ მის აბსოლუტურად ყველა დეტალს, რამდენადაც ეს შესაძლებელია, სახელმწიფოსაც და პირადულსაც. ბევრჯერ შევხვედრივართ და შევხვდებით, ნებისმიერ დროს. ის დამირეკავს, მე დავურეკავ. საუბარი დაგვჭირდება თუ შეხვედრა, არ იქნება პრობლემა.

ვიცი რატომ დამისვით ეს კითხვა. თუ გგონიათ, რომ პრეზიდენტი პუტინი ფიზიკურად ჯანმრთელად არაა, ან კიდევ რამე მოუვიდა. ის, როგორც ჩვენთან ამბობენ, ყველა ცოცხალზე უფრო ცოცხალია. ის ბევრჯერ გაცივდება ყველა ჩვენგანის დაკრძალვაზე, როგორც ჩვენთან ამბობენ. აბსოლუტურად ადეკვატური და ნორმალური ადამიანია. ამიტომ, დაე, დასავლეთმა და თქვენც ამოიგდეთ თავიდან ეს, როგორც ჩვენთან ამბობენ, სისულელე, ეს გამოგონილი. პუტინი აბსოლუტურად ადეკვატურია. ის ფორმაშია ისე, როგორც არასდროს. ასრულებს ფუნქციურ ვალდებულებებს კონსტიტუციის მიხედვით”, – თქვა ლუკაშენკომ პუტინზე საუბრისას.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე – ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები