თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ავარია მოხდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე დაიღუპა, ხოლო მეორე საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” შსს- ში განუცხადეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
სასწრაფო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, დაშავებულია 12 ადამიანი, მათ შორის არასრულწლოვანიც.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის გადასასვლელთან ერთამანეთს სატვირთო მანქანა და ყვითელი მიკროავტობუსი შეეჯახა.