LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბაბი კირკიტაძე: „აღმოვაჩინე, რომ საოცრად კომპლექსიანი ვარ და ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები…“

255
ბაბი კირკიტაძე

მომღერალმა ბაბი კირკიტაძემ „პრაიმშოუში“ ისაუბრა იმის თაობაზე, თუ როგორი მამაკაცები მოსწონს და რატომ აქვს კომპლექსები საწინააღმდეგო სქესთან ურთიერთობაში:

„როგორ ქმარს ვისურვებდი? გოგონებს რომ ვუსმენდი, ურთიერთობას სწავლა უნდაო, ამბობდნენ, მე აღმოვაჩინე, რომ საოცრად კომპლექსიანი ვარ და ძალიან მიჭირს მამაკაცთან ურთიერთობები. ვფიქრობ, ეს ყველაფერი აღზრდიდან მოდის. შეიძლება, არც კი მომეწონოს, რადგან მერიდება, თუ მომეწონება, არ მივწერ, მოწონებისას აუცილებლად შემატყობთ, რადგან გავწითლდები. ცოტა ღრმა კომპლექსებია. ერთადერთი ურთიერთობა მქონდა, რომლის დასრულების შემდეგ აღმოვაჩინე, რომ არასწორად ვიქცეოდი. ძალიან ბევრი რამ არ მცოდნია. რაც შეეხება უშუალოდ მამაკაცს, ყველა ქალბატონ სუნდა მზრუნველი, ყურადღებიანი, მისთვის განსაკუთრებული მამაკაცი, იუმორიც რომ მაქვს. გარეგნობას რაც შეეხება, არ მომწონებია ფიზიკურად მამაკაცი, არ ჯდებოდა ჩემს კრიტერიუმებში, მერე საუბართან ერთად, მომწონებია გარეგნობაც. ოჯახს, რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა და მივხვდი, რომ ეს ასეა. იმ ინდივიდს ოჯახი ქმნის და ამიტომ აქვს ოჯახს მნიშვნელობა. მთავარი, რაც აღმოვაჩინე, რომ ურთიერთობაში მთავარია, მე უნდა მომწონდეს ჩემი თავი იმ მამაკაცის გვერდით…“

„ვინ ხარ ასეთი შოკიდან რომ ვერ გამოვდივართ“ – ბაბი კირკიტაძის ფოტოებმა გამომწერები აღაფრთოვანა

ეს ფოტოები ძალიან მომწონს…ბოლო პერიოდია მოზღვავებულად ვგრძნობ ბედნიერებას – ბაბი კირკიტაძე ულამაზეს მწვანე კაბაში პოზირებს

სტრესის დაძლევა, ბევრი ენდორფინი, ლამაზი ფორმები – ბევრი სიკეთე მოაქვს ჯანსაღ ცხოვრებას: ბაბი კირკიტაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები