მომღერალი და ტელესახე ბაბი კირკიტაძე ცნობილი პუბლიცისტისა და ფილოლოგის, თამაზ ტყემალაძის გარდაცვალებას ეხმიანება და მასთან ერთად გადაღებულ ფოტოებთან ერთად, აქვეყნებს ემოციურ გამოსამშვიდობებელ სტატუსსაც:
ჟურნალისტი და პუბლიცისტი თამაზ ტყემალაძე გარდაიცვალა
„ბატონო თამაზ…
რამდენი რამის თქმა მინდა…
თავს ვერ ვუყრი სიტყვებს, რა ვთქვა…
მადლობა ცოტაა იმ ყველაფრისთვის, რაც თქვენგან მივიღე ❤️
უფროსი მეგობარი, მასწავლებელი, თავის ქვეყანაზე ასე შეყვარებული და მზრუნველი ადამიანი!
ცოტა ხნის წინ რომ ვისაუბრეთ, თქვენი შექებით კიდევ უფრო დიდი მოტივაცია მომეცით. იმედია, სულ იამაყებთ ჩემით, იქაც, სადაც იქნებით ❤️
როგორ მინდოდა თქვენი ჩაწერა, მაგრამ დავაგვიანე (( ძალიან მტკივა გული…
იმედია, იმას გრძნობდით და იცოდით, როგორ მიყვარხართ !
მადლობა და ნახვამდის…“