“ღამის შოუს ბენდის” ერთ-ერთი სოლისტი ბაბი კირკიტაძე სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში ვიდეოს გვიზიარებს, რომელშიც მომღერალ ანრი ჯოხაძესთან ერთად სატელევიზიო პროექტის “ცეკვავენ ვარსკვლავები” ანონსის მუსიკაზე ექსპრომტად იცეკვა.
შეგახსენებთ, პროექტ “ცეკვავენ ვარსკვლავების” მე-11 სეზონი რამდენიმე დღის წინ დაიწყო, რომელშიც მომღერალი ბაბი კირკიტაძე მონაწილებს. მისი მეწყვილე მოცეკვავე ერეკლე გირგვლიანია.