LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში აქციაზე შსს-ს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო

145
ბათუმი - BATUMELEBI ფოტო

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, ბათუმში, ნავსადგურთან გამართული საპროტესტო აქციის დროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან აქციის მონაწილეების მიმართ განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება დაიწყო.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, სამართალდამცველების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით დაიწყო.

სახალხო დამცველი: ბათუმში ერთ-ერთმა დაკავებულმა თქვა, რომ პოლიციამ ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა

აპარატის განცხადებით, რუსების კრუიზის საწინააღმდეგო აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით 19 პირი დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი, სავარაუდოდ, უკრაინის მოქალაქე.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახალხო დამცველის და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან შესული შეტყობინებები დაედო.

„სპეციალური საგამოძიებო სამსახური ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას აქტიურ რეჟიმში ატარებს“.– ნათქვამია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბათუმის პორტთან მიმდინარე აქციაზე შსს-მ 23 პირი დააკავა

 

 

 

ფოტო: „ბათუმელები“
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g