LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბათუმში დაზიანებული ქვაფენილი შეკეთების ნაცვლად ჩააბეტონეს

168
71493390-2472774599635487-8436746289806311424-n (1) (1)

ბათუმის ერთ-ერთ ცენტრალურ ადგილას, სადაც ქვაფენილი იყო დაზიანებული, მისი შეკეთების ნაცვლად, მერიის კონტრაქტორმა კომპანიამ ჩააბეტონა. საუბარია მემედ აბაშიძისა და დემეტრე თავდადებულის კვეთაზე, სადაც გზის დაზიანებული მონაკვეთი იყო.

ამ თემაზე ბათუმის მერიაში უკვე გაკეთდა განცხადება, რომ პასუხისმგებელი შპს “გზებია” და გადაწყვეტილებაც მას ეკუთვნის, რომ

ქვაფენილის დაზიანებული ნაწილი ასფალტით შეეცვალა. 

მერიაში განმარტავენ, რომ ამ თემაზე კომპანიასთან კომუნიკაცია უკვე ჰქონდათ და გაფრთხილებაც მისცეს.

როგორც ცნობილია, მსგავსი ქმედება ჯარიმასაც კი არ ითვალისწინება. მერიაში ირწმუნებიან, რომ ხარვეზი უახლოეს დღეებში გამოსწორდება. 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები