რამდენიმე წუთის წინ ცნობილი გახდა, რომ ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომელი დაჭრეს. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ლაივში აშუქებს შემთხვევის ადგილიდან სიტუაციას, სადაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ დაჭრილი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანა.
tv 25-მა მცირე ვიდეომასალაც გაავრცელა ადგილიდან.
მიზეზები და სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.