შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი მძღოლი სამ შვილიშვილს ზრდიდა. „კურიერს“ ისრაელიდან მძღოლის ნათესავი დაუკავშირდა.
ის ამბობს, რომ დაღუპული მამაკაცი გამოცდილი მძღოლი იყო და ავარია, სავარაუდოდ, მიკროავტობუსის გაუმართაობამ გამოიწვია.
ამავე დროს, მძღოლის ახლობელი საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ითხოვს, უფლება მისცენ საქართველოში შეუფერხებლად და საკარანტინე სივრცეში მოთავსების გარეშე ჩამოსვლა შეძლონ.
“ეს ადამიანი საქართველოში სამ შვილიშვილთან ერთად ცხოვრობდა. უფროსი ადამიანი მათთან სახლში არ არის. მინდა, საქართველოში ჩამოვიდე, რათა ის წესის მიხედვით დავკრძალოთ. ჩვენ კარანტინის გავლა გვიწევს, თუმცა მთავრობას ვთხოვთ, რომ დაუშვან გამონაკლისი და არ გახდეს საჭირო კარანტინის გავლა”, – აცხადებს დაღუპულის ნათესავი ირაკლი მეტრეველი.
შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.