LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბავშვმა მითხრა, ნიკოლოზმა გოგო გამაცნო, შენი მეორე დედა არისო, მერე საწოლზე ერთმანეთს კოცნიდნენ და მე ვუყურებდიო”- ნეკა დოროყაშვილი

1397
ნიკოლოზ ბასილაშვილი ნეკა დოროყაშვილი

ნეკა დოროყაშვილმა სასამართლო პროცესზე ისაუბრა მეუღლისა და მეუღლის ოჯახის წევრების მხრიდან მის მიმართ განხორციელებულ შეურაცხყოფაზე და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე.

გარდა ამისა, დოროყაშვილის განმარტებით, თანაცხოვრების პერიოდში მეუღლე სხვასთან ღალატობდა. მისივე თქმით, ბასილაშვილმა ახალი პარტნიორის გაცნობის მიზნით საკუთარ შვილს უთხრა, რომ “ახალ დედიკოს” გააცნობდა.

„ჩემი დედამთილი ბავშვს ეუბნებოდა: შენ, დედიკოს ჭუჭყიან მუცელში იჯექი, არ წახვიდე მათთან, იქ მგლები არიანო. ბავშვი ძალიან  შეშინებული იყო, მომიყვა, როგორც დაარტყა ნიკოლოზის დედამ თავში. ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და შემდეგ გამოეწერა ნატალიას, ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი.

ერთხელ ჰყავდა ნიკოლოზს ბავშვი წაყვანილი და როდესაც მომიყვანა, ბავშვი იყო შარვლის გარეშე, ჩასველებულ მდგომარეობაში. იყო მშიერი. მითხრა, ნიკოლოზმა ვიღაც გოგო გამაცნო, (სახელი მითხრა, აღარ მახსოვს) და ასე მითხრა, რომ ეს შენი მეორე დედა არისო. შემდეგ მეუბნებოდა, რომ ისინი იწვნენ საწოლზე, კოცნიდნენ ერთმანეთს და მე ვუყურებდიო“.- ამბობს დოროყაშვილი.

არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესს უცხოეთიდან დისტანციურად ესწრება ნიკოლოზ ბასილაშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით.

მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან.

პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ამავე თემაზე:

ნეკა დოროყაშვილი: ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

„ნიკოლოზმა მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენიაო.. როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს“ – ნეკა დოროყაშვილი

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო IPN
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g