LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნეკა დოროყაშვილი: ყოფილა შემთხვევა, ნიკოლოზს ჩემთვის მაცივრის წყალი დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა – გარკვეულ წარმატებას როცა მიაღწია, გამომიცხადა: მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც ქვეშევრდომი

2883
BeFunky-collage

თბილისის საქალაქო სასამართლოში ყოფილი მეუღლის ნეკა დოროყაშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესს ესწრება დაზარალებული ნეკა დოროყაშვილი, რომელიც პროკურატურის კითხვებს პასუხობს.

მან დღევანდელ პროცესზე თქვა, რომ ყოფილი მეუღლის მხრიდან შეურაცხყოფას ადგილი მის მიმართ ქორწილის დღესაც ჰქონდა.

“ყოფილა შემთხვევა, კონფლიქტს მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, ნიკოლოზს გამოუტანია მაცივრის წყალი და ჩემთვის დაუსხამს, იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში.

გარკვეულ წარმატებას როდესაც მიაღწია, ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მეფე ვარო და მე უნდა მოვქცეულიყავი, როგორც მისი ქვეშევრდომი”, – აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა პროცესზე.

მისივე თქმით, მან და ნიკოლოზ ბასილაშვილმა რთული პერიოდი გაიარეს და რვაწლიანი რვაწლიანი თანაცხოვრების ერთ დღეში მოყოლა მისთვის რთულია. როგორც ნეკა დოროყაშვილმა აღნიშნა, მისთვის მოულოდნელი იყო ის ფაქტი, რომ ქორწილის პირველ დღეს უბედური აღმოჩნდა.

“მაგრამ ძალიან მალევე აღმოვაჩინე, რომ მანამდე თურმე საერთოდ სხვა ადამიანს ვხვდებოდი და დაქორწინების შემდეგ ნიკოლოზი ახლიდან გავიცანი. რაც ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, ქორწილის დღეს ქალი ბედნიერი უნდა იყო, მე ვიყავი ძალიან უბედური. ქორწილის საღამოს ნიკოლოზის დედა რაღაცაზე გაბრაზდა, დაელაპარაკა ნიკოლოზს. ნიკოლოზი დაჯდა ჩემს მაგიდასთან და მაგიდის ქვეშიდან ხელზე მიჩქმიტა. მეტკინა ძალიან, ვკითხე რა ხდებოდა და არ მიპასუხა. ამის შემდეგ, მახსოვს დედამისი ადგა და ჩვენი ქორწილი დატოვა. ეს იმ მომენტში ძალადობრივ ქმედებად არ აღმიქვამს, მაგრამ ეს იყო ჩემთვის ხელით პირველი შეხება და ემოციურად რთული. მანამდე ასე არ იყო. არ ვიცი, მანამდე თანაცხოვრება არ გვქონია, ერთი ან ორი საათით თუ პარკში გავისეირნებდით.

ბასილაშვილის ადვოკატი: ნელი დოროყაშვილს სხეულზე დაზიანება ნებისმიერი ფორმით შეეძლო მიეღო, მათ შორის წნევის აპარატით ან ბავშვის ფეხის შეხებით

გვაზავას თქმით, დღევანდელ პროცესზე დაკითხულმა ექიმმა დაადასტურა, რომ ნელი დოროყაშვილი არ განიცდიდა ტკივილს და საერთოდ არ იცოდა მის სხეულზე არსებული დაზიანების შესახებ.

 

2015 წელს ბავშვი შეგვეძინა, მახსოვს, რომ ორსულობის პერიოდში ძირითად დროს მარტო ვატარებდი. მიუხედავად იმისა, რომ ჯანმრთელი ორსულობა მქონდა, ნიკოლოზი თვლიდა, რომ სახლში უნდა ვყოფილიყავი მე მას ვემორჩილებოდი. მშობიარობის დღეს მარტო ვიყავი, მეორე დღეს ჩამოვიდა ნიკოლოზი”,- განაცხადა ნელი დოროყაშვილმა.

რაც შეეხება ფსიქლოგიურ ძალადობას, როგორც ნელი დოროყაშვილმა განმარტა, ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი დედა ამბობდნენ და აჯერებდნენ, რომ ის იყო შეურაცხადი. დოროყაშვილის განმარტებით, ეს ხდებოდა მისი ორსულობის დროს.

“როდესაც ორსულად ვიყავი, სხვადასხვა ცხოველების სახელს მეძახდა – ვირთხას, გველს, რწყილს. ამ სიტყვებით მოიხსენიებდა ჩემს ოჯახის წევრებს”, – აცხადებს დოროყაშვილი.

ასევე, მისივე თქმით, მეუღლემ მას შეურაცხყოფა მიაყენა იმის გამო, რომ მათი შვილი დღენაკლული დაიბადა.

“მითხრა, უდღეური დაიბადა ჩემი შვილიო და მრცხვენია, რომ ასეთი დაიბადაო. მთხოვდა, რომ მეთქვა ბავშვი თითქოს 4 კგ დაიბადა. მე ვკითხე, რა მნიშვნელობა აქვს, 2 კგ დაიბადა თუ 4 კგ-მეთქი, რაზედაც მიპასუხა, შენ ხარ უჯიშო და ისიც გეყოფა, რომ უდღეური დაიბადა ბავშვიო”,- განაცხადა დოროყაშვილმა.

როგორც მან განმარტა, მეუღლეს 2020 წელს გაეყარა, თუმცა ფიზიკური შეურაცხყოფა სატელეფონო საუბრისას მაინც გრძელდებოდა ბასილიაშვილის მხრიდან.

„მახსოვს მითხრა, რომ რეპუტაციულად არ აწყობდა ჩვენი დაშორება. ასევე სოციალურ ქსელში თუ ვინმე ფოტოს “დამილაიქებდა” მირეკავდა. მაკონტროლებდა, მირჩევდა მეგობრებს, თუ რა ფოტოები დამედო და ა.შ. თვლიდა, რომ არ უნდა მემუშავა და სწავლა არ გამეგრძელებინა. ჩემი აზრით, ვერ იტანდა, როცა მე ვიყავი კარგად და ალბათ, ამ ყველაფერს ამიტომ აკეთებდა. მეუბნებოდა, მე დამემორჩილე, მე ვარ მამაკაცი და უნდა დამემორჩილოო.

ქორწინებიდან 5-6 თვეში დაიწყო ჩემი დამცირება, რასაც ნელ-ნელა მოჰყვებოდა ფიზიკური ძალადობა. ძალიან მრცხვენია, რომ ამას ვყვები. თავიდან დაიწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, შემდეგ იყო ძალადობა”,- განაცხადა დოროყაშვილმა და აღნიშნა, რომ ბასილაშვილმა მას 2016 წელს სამი ტელეფონი დაუმსხვრია იმის ვარაუდოთ, რომ მტკიცებულებები არ შეეკრიბა.

ამასთან, დოროყაშვილი ამბობს, რომ შეურაცხყოფა მის მიმართ შვილის თანდასწრებითაც ხდებოდა.

“ნიკას დედა მოიგონებდა რამე ისტორიას და ამ საუბრის შემდეგ ნიკა ჩემზე ძალადობდა. ღამე მშვიდად არ მეძინა. სულიერად სულ ტანჯვაში ვიყავი. ეს არამხოლოდ თანაცხოვრებას ეხება, სულ ხდებოდა ასეთი ფაქტი, ანუ ფსიქოლოგიური ზეწოლა სულ იყო”, – აცხადებს დოროყაშვილი.

სამედიცინო ექსპერტის თქმით, ნელი დოროყაშვილს მხრის ზედაპირზე სისხლნაჟღენთი ჰქონდა…მსგავსი სახის დაზიანება რაიმე მკვრივი ბლაგვი სახის საგნით არის მიყენებული – რას ამბობს ბასილაშვილის ადვოკატი?

 

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ოჯახში ძალადობას არასრულწლოვნის თანდასწრებით. მოგვიანებით პროკურატურამ ბასილაშვილს ბრალდება დაუზუსტა და მას ძალადობის რამდენიმე ეპიზოდთან ერთად, ფსიქოლოგიურ და ეკონომიკურ ძალადობასაც ედავებიან. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სასამართლომ ბასილაშვილის აღკვეთის ღონისძიების საკითხზე იმსჯელა და ის 100 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

 

მთავარ სლაიდზე ერთ-ერთი ფოტო: ipn

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g