მიმდინარე კვირას ეპიდემიოლოგები კორონავირუსის კიდევ უფრო მეტად გავრცელებას ვარაუდობენ.
მედიკოსების ნაწილი თვლის, რომ გაზაფხულზე კოვიდის კიდევ ერთი ახალი შტამი გაჩნდება და იმედოვნებენ, რომ ის “ომიკრონზე” სუსტი აღმოჩნდება.
ქვეყნის მასშტაბით ჰოსპიტალური სექტორი უკვე გადატვირთულია. ეს განსაკუთრებით ეხება ბავშვთა საავადმყოფოებს.
კორონავირუსით ინფიცირების 15-დან 20%-მდე ბავშვებზე მოდის. ამ დროისთვის, ციციშვილის ბავშვთა კლინიკაში 163 ინფიცირებული არასრულწლოვანია მოთავსებული.
კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში ადგილი არ არის. იქ 25 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგანაც 3-ის მდგომარეობა სტაბილურად მძიმედ ფასდება.
კლინიკის სამედიცინო დირექტორის თმით, ბავშვებიდან, რომლებიც 12 წლის ასაკის ზემოთ არიან, ვაქცინირებული ამჟამად არავინაა.
კორონავირუსთან საბრძოლველად, უცვლელი რჩება ყველა რეკომენდაცია.