ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების ხუთეულში შევიდამისმა აქტივებმა 1,561,196,755 ლარი შეადგინა. 2019 წლის განმავლობაში, ბანკის საზედამხედველო კაპიტალი თითქმის 25 მლნ-ით გაიზარდა, რის შემდეგაც, 01 სექტემბრის მდგომარეობით, კაპიტალის ადეკვატურობის კოეფიციენტი გაიზრდა 18.17%-მდე, საკრედიტო პორტფელი კი 946,225,407 ლარია.

„ბაზისბანკი“, საქმიანობის 26 წლის მანძილზე, არის ერთერთი ყველაზე სწრაფად მზარდი, გამჭვირვალე და სტაბილური ფინანსური ინსტიტუტი.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ბოლოს, „ბაზისბანკის“ ჯგუფს შეემატა ახალი შვილობილი კომპანიები: სადაზღვევო კომპანია „ჰუალინგ დაზღვევა“ და სალიზინგო კომპანია „ბი ეიჩ ელ ლიზინგი“. ბანკის ჰოლდინგური განვითარება თავის მხრივ ხელს უწყობს ბაზარზე „ბაზისბანკის“ წილის ზრდას და შესაძლებლობას აძლევს ჯგუფს კლიენტებს შესთავაზოს ფინანსური სერვისების სრული სპექტრი.

R

მსგავსი თემები