LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Belavia საქართველოს მიმართულებით ფრენის სიხშირეს ზრდის

131
69508363-2532652460092627-2834628275911786496-n

ბელარუსული ავიაკომპანია Belavia ბელარუსის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს. კერძოდ, მინსკი-თბილისი-მინსკის საჰაერო ხაზზე 2 სიხშირე (ოთხშაბათი და კვირა) მიმდინარე წლის 2 ოქტომბრიდან დაემატება. ფრენები ორი ქვეყნის დედაქალაქებს შორის 23 ოქტომბრის ჩათვლით კვირაში 9 სიხშირით შესრულდება. ავიარეისები Boeing B737, Embraer E190 და E170 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.

Ryanair is coming to Georgia - ცნობილი ავიაკომპანია ვიდეორგოლს გვიძღვნის

საქართველოს რიგით 39-ე ქვეყანაა, სადაც Ryanair იფრენს

ცნობისთვის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Belavia-ს გაზრდილი სიხშირით საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2019 წლის 26 აგვისტოს მიენიჭა. სააგენტოსთვის მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, ავიაკომპანია განიხილავს ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში გაზრდილი სიხშირით ოპერირების შესაძლებლობასაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები