LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბერი ნიკოლოზის სახლთან მრევლი გულის ფორმის ბუშტებით დგას

2472
pjimage-1 (1)

ბერი ნიკოლოზის, იგივე ნარიმან მაქარაშვილის სახლის წინ მრევლი გულის ფორმის მანათობელი ბუშტებით მივიდა.

ამ ფაქტის ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელში გავრცელდა.

როგორც ბერი ნიკოლოზის მრევლის ფეისბუქ გვერდზე წერია, დღეს მისი დაბადების დღეა.

გ ი ლ ო ც ა ვ თ???
მხსნელო ქვეყნისა მამა ნიკოლოზ
დაბადების ბრწყინვალე დღესასწაულს

ქრისტე დაბადებულაო!!!

დიდება უფალს რომ მამა ნიკოლოზი მოგვივლინა!!???
იმედი ერთადერთი ???
გილოცავთ ამ სასიხარული დღეს!!!??? – წერია ბერი ნიკოლოზის მრევლის ფეისბუქ გვერდზე.

საქართველოს საპატრიარქომ ნარიმან მაქარაშვილის შესახებ სპეციალური განცხადება ჯერ კიდევ 2016 წელს გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ ბერ ნიკოლოზს თითქმის 20 წელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გარკვეული მიზეზების გამო შეჩერებული აქვს მღვდელმსახურება. თუმცა მის საცხოვრებელ სახლთან მოქალაქეები ხშირად იკრიბებიან, უმღერიან, უგალობენ, ლოცულობენ და სანთლებს ანთებენ. მოქალაქეების გარკვეულ ნაწილს სჯერა, რომ ბერ ნიკოლოზს სასწაულების მოხდენა და მძიმე დაავადებების განკურნება შეუძლია.

მრევლი ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილს „ჩამოვუქროლებ ჩემს საქართველოს“ უმღერის (ვიდეო)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები