LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბესო ზანგური: „წარმოუდგენელია, რაც ფალავანდიშვილს მოუწყვეთ გუშინ… ეს საჯარო დახვრეტები უნდა დამთავრდეს ტელეეთერებში…“

1999
zangurifalavandishvili

მსახიობი ბესო ზანგური, რომელიც თავად ძალადობაში დაადანაშაულა ყოფილმა ცოლმა, ნინუცა მაყაშვილმა, ნაადრევი ქორწინებისა და ძალადობის შესახებ „პრაიმშოუშ“ გუშინდელ გადაცემას ეხმიანება და გურამ ფალავანდიშვილს იცავს, რომელმაც განაცხადა, რომ 16 წლის ასაკში გოგონას გათხოვება ქრისტიანულად დაშვებულია და ცოლის შეჯანჯღარებისა და სამჯერ შეგინების გამო მამაკაცი არ უნდა დაიჭირონ…

ბესო ზანგური წერს:

„აუცილებლად უნდა გყავდეთ მოწვეული ფსიქოლოგი გადაცემაში, როდესაც ძალადობას ეხება თემა და აუცილებლად უნდა გყავდეთ მეორე მხარეც, რადგან ერთი მხარე არ აცვას ჯვარს შემდეგ ბრბომ!!! ისევე, როგორც წარმოუდგენელია, რაც ფალავანდიშვილს მოუწყვეთ გუშინ… ეს საჯარო დახვრეტები უნდა დამთავრდეს ტელეეთერებში… მიგყავთ ადამიანი და უწყობთ ფსიქოლოგიურ პრესინგს… რა, არ იცით, რას იტყოდა??? რამე ახალი გითხრათ??? არ იცოდით მისი პასუხები??? დიახაც, რომ ზედმიწევნით იცოდით, რაღაც უკიდეგანოდ მეგოიმება, დააყენო ტიპი და პრესინგი ჩაუტარო ფსიქოლოგიური იმის გამო, რომ შენს ფერად ქრისტიანულ ჩარჩოებში ვერ ჩაჯდა ამ მოცემულ მიმდინარეობისას…

კარგად იცით ჩემი დამოკიდებულება აბსოლუტურად ყველაფრის მიმართ, მაგრამ ეს ტუკტუკა ტაქტიკები რაღაცნაირად ბოსლის სუნად ყარს. ესაა სულ. პ.ს. პუკ“.

ბესო ზანგური: „რა საშინელებაა არა ვახოია სანაია, ინგა გრიგოლი, დიანა ტრუპაიძე…“

თიკა ჯამბურია: „არასოდეს აღარ გამოაჩინოთ ასეთი გარყვნილი არაკაცი ტელევიზიაში, თავისი ყოვლად მიუღებელი შავი აზროვნებით…“

ვახო სანაია ბესო ზანგურს პასუხობს: „სცენის მეფე და მხატვრული კითხვის კორიფე ტელევიზიების წინააღმდეგ!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები