LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის მეუღლეს ოზურგეთის საპატიო მოქალაქის სტატუსი მიენიჭა

99
ნანა გოთუა და ავთო თალაკვაძე

ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის ცოლი, ნანა გოთუა ოზურგეთის საპატიო მოქალაქედ დაასახელეს.

„მოხარული ვარ და მადლობას ვუხდი საქველმოქმედო ფონდ ქართული გალობის დამფუძნებელს, ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილს, რომელმაც ჩვენი ქალაქის საპატიო მოქალაქეებს ჯილდოს სახით – 10 000 ლარი გადასცა.“– წერს Facebook-ზე ოზურგეთის მერი, ავთანდილ თალაკვაძე.

ნანა გოთუას სტატუსი „ქართული ტრადიციული გალობისა და ხალხური სიმღერის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, ქველმოქმედებისა და კულტურის სფეროს მხარდაჭერისთვის“ მიენიჭა.