LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Black Eyed Peas“-ის კონცერტისთვის დანიშნული მატარებლის სპეცრეისების ყველა ბილეთი გაყიდულია – რკინიგზა რეისებს ამატებს!..

1475
arena19news

ამერიკული ჯგუფი „ბლექ აიდ ფისი“ 16 ივნისს „ბლექ სი არენას“ 2019 წლის საკონცერტო სეზონს გახსნის. „ბლექ სი არენასა“ და „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლობის ფარგლებში, რამდენიმე დღის წინ მატარებლის სპეცრეისები დაემატა, თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებით, რომლებსაც სპეციალური გაჩერება „ბლექ სი არენას“ ბაქანზე აქვთ, თუმცა „Black Eyed Peas“-ის  კონცერტზე დასწრების მსურველთა დიდი რაოდენობის გამო, აღნიშნულ რეისებზე  ყველა ბილეთი გაიყიდა.

„საქართველოს რკინიგზამ“ გაითვალისწინა შექმნილი მდგომარეობა და გაზრდილი მგზავრთნაკადის დასაკმაყოფილებლად,  თბილისიდან   სპეციალური რეისები დანიშნა, რომლებიც „ბლექ სი არენას“ ბაქანზეც გაჩერდებიან.

მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი განრიგით:

15;16;17/06/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #852/851 ჯრტ
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena  ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი ჩამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
08:50 13:20 14 :15 18:25 19:20 23:59

 

ბილეთების შეძენა შესაძლებელია  Georgian Railway Tickets  და  Biletebi.ge-ს  მობილური აპლიკაციით.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებგვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები