LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბლუმბერგი ქართულ პროდუქტებს პოპულარიზებას გაუწევს

425
1565715522-bloomberg-default-a4f15fa7ee-1024x538

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა „ბლუმბერგის მედია ჯგუფის“ ოფიციალურ წარმომადგენელს გლობალურ ბაზრებზე ტოდ ბაუერს შეხვდა.

შეხვედრაზე გლობალურ კორპორაციასთან თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს. აღინიშნა, რომ „ბლუმბერგი“ საქართველოს საინვესტიციო პოტენციალის პოპულარიზებაში დაეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ და „ბლუმბერგ მედია ჯგუფს“ შორის კონტრაქტი გაფორმდა.

„ბლუმბერგის“ მედიაპლატფორმასთან თანამშრომლობის შედეგად ქვეყნის ტურისტული შესაძლებლობებისა და სხვადასხვა ტურისტული მიმართულებების შესახებ საინფორმაციო კამპანია საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამაც განახორციელა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც შეხვედრაზე ისაუბრეს, შეეხებოდა საქართველოს, როგორც რეგიონის ეკონომიკური ლიდერის წარდგენას ახალი ეკონომიკური ფორუმის ფორმატში, რომელიც 2018 წელს სინგაპურში გაიმართა, ხოლო მიმდინარე წელს ჩინეთში გაიმართება. ფორუმი მიზნად ისახავს დასავლეთისა და აღმოსავლეთის ქვეყნების ეკონომიკური კავშირების გამყარებას, ბიზნესებს შორის თანამშრომლობის განვითარებას და საუკეთესო ეკონომიკური რეფორმებისა და გადაწყვეტილებების გაზიარებას.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ალავიძე და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორი მიხეილ ხიდურელი.