LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსისგან 2 წლის ბავშვი განიკურნა

212
BeFunky-collage (5)

„დღეს დილისთვის აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს 44 პაციენტი. 44-დან კოვიდ 19-ის დადასტურებული დიაგნოზი აქვს 17 პაციენტს. 17-დან 2 გამოჯანმრთელდა, აქედან ერთი 2 წლის ბავშვია“, – ეს განცხადება კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორმა, მაკა სოლოღაშვილმა ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

“დედა არ იყო ინფიცირებული, ბავშვს უფიქსირდებოდა და ისიც გამოჯანმრთელდა,”- აღნიშნა სოლოღაშვილმა და დასძინა, რომ მათთან მოთავსებული პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა საყურადღებოა, დანარჩენების კი დამაკმაყოფილებელია.

იმედისმომცემი შედეგები: რემდესივირის პირველი ცდა პაციენტთა მცირე ჯგუფზე დასრულდა

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით,  ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 236 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 3 არის შემოტანილი, 2 სომხეთიდან, ერთი თურქეთიდან. მარინა ეზუგბაიას განმარტებით, StopCov-ის ვებგვერდზე უცხოეთიდან სამკურნალოდ ჩამოსულ და ადგილზე დადასტურებულ შემთხვევებს ცალ-ცალკე აღრიცხავენ. შესაბაისად, სტოფ ქოვ ჯიზე, COVID-19-ის 233 დადასტურებული ფაქტი ფიქსირდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები