LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ბოდიში, რომ გამოვაჭენე „ფეისბუკზე“, მაგრამ მომეცი უფლება ვიამაყო შენი შეფასებით!“ – ნინი შერმადინი ნიკოლოზ რაჭველს საჯაროდ მადლობას უხდის

5340
fot

10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ქართველი მომღერლის, ნინი შერმადინის სიმღერა I will Take You Home radio Freedom-ის ოფიციალური ჩარტების მეორე პოზიციას იკავებს.

ნინი შერმადინი, რომელიც წლებია აშშ-ში ცხოვრობს უამრავ მილოცვებს იღებს. ახლახან, ნინიმ საზოგადოებას გაუზიარა კომპოზიტორის, დირიჟორის, ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის ხელმძღვანელის, ნიკოლოზ რაჭველის მიმოწერა, რომელმაც როგორც მომღერალი აღნიშნავს, თვითშეფასება აუმაღლა.

„რადიოში მეორე ადგილი არ ვიცი, მაგრამ თანამედროვეობის გენიალური მუსიკოსი, მაესტრო, კომპოზიტორი, თვითონ მუსიკის ღმერთი, ასეთ შეფასებას რომ აძლევს ჩემს სიმღერას, მუსიკას, რომელიც მე დავწერე, ამაზე დიდი მიღწევა და გამარჯვება ჩემთვის მართლა არაფერია ❤️? Nikoloz Rachveli You made my day!

ბოდიში, რომ გამოვაჭენე ფბ-ზე, მაგრამ მომეცი უფლება ვიამაყო შენი შეფასებით! მიყვარხარ და მადლობა ამ სიტყვებისთვის. ჩემი თვითშეფასების ამაღლებისთვის! მიყვარხარ და მილიონი მადლობა“, – წერს ნინი შერმადინი.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები