LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოკუჩავა უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს, ძალიან ლამაზი ქალია – წულუკიანი

718
collage

“ქალბატონი თინა ძალიან ბევრ უსაფუძვლო განცხადებებს აკეთებს და ამავე დროს, ის ძალიან ლამაზი ქალია”, — ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ თეა წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს, რითიც ბიძინა ივანიშვილს აშანტაჟებს. მისივე თქმით, თინა ბოკუჩავას ილუზიებზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

“ეს არის მისი ინტერპრეტაციები და ნუ, მას სჭირდება, რომ რაღაცნაირად პოლიტიკური განცხადებები აკეთოს და აკეთებს ამ განცხადებებს და ჩემგან რა არის მოთხოვნილი, რომ მის ილუზიებზე ვაკეთო კომენტარები?!” — განაცხადა წულუკიანმა ჟურნალისტებთან.

https://www.facebook.com/tvpirveli/videos/382041482633226/?__xts__[0]=68.ARBv9OC1h9p4RUWgH8LJDLdELpVvsOrlrSl0u2xaU5sQSfGJLogPg5QHzmF2Eu81UByhhrAz6SN5T-hOxehKpHDB16FI6ExWGPM0JarSLLS_MS2mLaKs_XyPBshnv-nqijwVe2a_4d-CVC6iu6IERUBPSN8JOn5l2KXlvyyKTLQNynY6Jni-pXbKOrZVW7aENjTydPPJ_8bYVHgw9aNI1gOEfz15Iu9cepP7Gg1UJTn9e3j6bf00vGsLligX5Ovg3f8fQtATTIypECryK1K1CGj88LOemDDwwgnnHsx7SYglWc0k6SAb7ilXCYWyVdsQX6vgu_IBAkXIqT89gHUY7RVjkpcRyp3ijiM&__tn__=-R

ბოკუჩავამ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ თეა წულუკიანი გახმაურებულ საქმეებზე, მათ შორის აფგან მუხთარლის გატაცების, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებისა და ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის საქმეებზე გარკვეულ ინფორმაციებს ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები