LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბოლო 24 საათში COVID-19-ს 23 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

58
BeFunky-collage

16 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 2 916 ადამიანი ემსხვერპლა.

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 15 152 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, 9 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 944 PCR ტესტით.

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 025-ს, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 231 385-მდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები