ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო, – ასე ეხმაურება საფრანგეთის ელჩი საქართველოში შერაზ გასრი სალომე ზურაბიშვილის მიერ ევროპული საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად, ევროპული ტურნეს დაწყებას.
„ბრავო ქალბატონო პრეზიდენტო. ევროპული მომავლისკენ საქართველოს წინსვლაში თქვენი როლისთვის”, – წერს საფრანგეთის ელჩი საქართველოში.
Bravo madame Président @Zourabichvili_S for your role in advancing 🇬🇪’🇪🇺future! https://t.co/c7JsNDKbuc
— Sheraz Gasri 🇫🇷🇬🇪 (@Sherzag) September 1, 2023
ცნობისთვის, „ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართ იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს.
ირაკლი კობახიძის განმარტებით, იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყება მიუხედავად იმისა, რომ მის აღსრულებას პარლამენტში ოპოზიციის მხარდაჭერაც სჭირდება.
საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი მმართველი პარტიის მიერ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებას ქვეყნის ევროინტეგრაციის ხელშემშლელად მიიჩნევს.
იხილეთ ვრცლად: