LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის სკოლებში კორონავირუსზე ხუმრობა აიკრძალა – წესის დარღვევისთვის მოსწავლეს კლასს დაატოვებინებენ

214
britishschollcovid19

დიდი ბრიტანეთის სკოლებში ქცევის ახალი წესები შემოიღეს. ამიერიდან ხველების ინსცენირება ან კორონავირუსზე უკბილო ხუმრობები აკრძალული იქნება.

ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, სკოლები პანდემიურ რეალობას ეჩვევიან. სოციალური დისტანციის დაცვა ყველასთვის სავალდებულო იქნება, კლასების ნაწილი კვლავ ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

ამასთან, მშობლები გააფრთხილეს, რომ თუკი მათი შვილები წესებს არ დაემორჩილებიან სახლში წასვლა მოუწევთ. ეს კი პირველ რიგში იმ მოზარდებს ეხებათ, ვინც ძალით დაახველებს ან პანდემიაზე იხუმრებს.

განსაკუთრებული სიმკაცრე გამოიჩინა დასავლეთ სასექსის სამეფოს აკადემიამ, სადაც სათამაშო მოედნები დახურული დარჩება.

როგორც სასწავლებლის დირექტორმა ჯერომ სკაფემ განაცხადა, კორონავირუსის პრევენციისთვის სკოლა ყველა ზომას მიმართავს.

„ვითომ ხველება ან კორონავირუსზე შეუფერებელი ხუმრობა  – მოსწავლის სახლში გაშვებით დასრულდება. დაისჯება ასევე დისტანციის დარღვევა და ერთმანეთთან უმიზნო კონტაქტი,ბევრი ქმედება, რომელიც წარსულში ანტი–სოციალურად ითვლებოდა, დღესდღეობის სერიოზული რისკის შემცველია, ამიტომ ზომების გამკაცრებას მოითხოვს“ – – დაამატა სკოლის ხელმძღვანელმა.

გარდა ამისა, ბავშვებისთვის უნიფორმის ტარება სავალდებულოა და თან ინფექციისგან დასაცავად ფორმა ყოველ დღე უნდა გაირეცხოს.

მოსწავლეების უმრავლესობას მთელი დღის გატარება ერთ საკლასო ოთახში მოუწევს და ლანჩიც კი საკუთარ მერხთან უნდა მიირთვან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები