LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრიტანეთის თავდაცვის უწყება: რუსებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, ხიდები გაანადგურეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს

58
ოკუპანტები

„რუსეთის ჯარებმა ოკუპირებული ხერსონიდან უკან დახევისას, უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით, ბევრი ხიდი დაანგრიეს და სავარაუდოდ, ტერიტორიები დანაღმეს“, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე ანგარიშის თანახმად, ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს. ბრიტანეთის თავდაცვის უწყების შეფასებით, რუსული ძალების გაყვანის პროცესი რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

“გამამხნევებელია იმის ნახვა, როგორ ათავისუფლებენ მამაცი უკრაინელი ჯარისკაცები მეტ უკრაინულ ტერიტორიას”- იენს სტოლტენბერგი

„რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონში, მდინარე დნიპროს დასავლეთ სანაპიროდან რუსული ძალების გაყვანის ბრძანება გასცა. რუსეთის უნარი, შეენარჩუნებინა თავისი ძალები მდინარე დნიპროს დასავლეთ ნაპირზე, ზეწოლის ქვეშ მოექცა რუსეთის მიწოდების მარშრუტებზე უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების გამო.

„ხერსონისთვის ბრძოლა არ დასრულებულა, თუმცა რუსული ჯარები ახალ ფაზაში შევიდნენ“: ომის კვლევის ინსტიტუტი

„აგვისტოდან მოყოლებული ხერსონის მიმართულებით უკრაინის კონტრშეტევა – კოორდინირებული ჩაჭრის კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავდა, რუსული ჯარების უკან დახევას დნეპრის გასწვრივ, უკრაინის მხრიდან ძირითადი სახმელეთო შეტევების საჭიროების გარეშე, რაც სავარაუდოდ, წარმატებული იყო.“

უკან დახევისას, რუსულმა ჯარებმა გაანადგურეს მრავალი ხიდი და, სავარაუდოდ, დანაღმეს ტერიტორიები უკრაინული ძალების წინსვლის შეფერხების მიზნით. ხერსონის დასავლეთ სანაპიროს დაკარგვა, სავარაუდოდ, ხელს შეუშლის რუსეთის სტრატეგიულ მისწრაფებას, ოდესისკენ მიმავალ სახმელეთო ხიდამდე მიაღწიოს.“– ნათქვამია ბრიტანეთის თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, გუშინ რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ ხერსონიდან ჯარების გაყვანის ბრძანება გასცა.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა უკრაინაში რუსული ჯარების გაერთიანებული დაჯგუფების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის წინადადება, რომ დაწყებულიყო ჯარების გაყვანა ხერსონიდან, რასაც შოიგუ დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხერსონის , ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და დონეცკის რეგიონები, ანექსირებულად გამოაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტმა ხერსონის რეგიონში ოთხი სამხედრო ადმინისტრაცია შექმნა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g