LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს, ამან მეტწილად გადაგვარჩინა, იტალია კი გარკვეულწილად დაღუპა: ცერცვაძე

10168
BeFunky-collage (3)

“ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ, ჩვენ ბრმად არ მივყვებოდით ჯანმოს რეკომენდაციებს და ზოგიერთი ჩვენი კორექტივი შეგვქონდა, როდესაც ამაში დარწმუნებულები ვიყავით” – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემაში „რა დროს ძილია“ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძემ კონკრეტული მაგალითი მოიყვანა.

„ჯანმომ თავიდან გამოაქვეყნა დეფინიცია საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევებისა, რომლითაც დღემდე სარგებლობს მთელი მსოფლიო. იქ ეწერა, რომ, საეჭვო, ანუ შესაძლო შემთხვევად ითვლება პაციენტი, ვისაც ტემპერატურა აქვს 38 გრადუსი ან მეტი. მერე ჩამოთვლილი იყო სხვა ნიშნები და ვინც იმოგზაურა ბოლო 14 დღის განმავლობაში დიდი რისკის ქვეყანაში, ან კონტაქტში იყო ავადმყოფთან“, – განაცხადა ცერცვაძემ.

70 წელს გადაცილებული ვარ და ასეთ რეჟიმში ჯერ არ მიმუშავია – თენგიზ ცერცვაძე

მისივე თქმით, ქართველმა სპეციალისტებმა პაციენტებზე დაკვირვებით რეკომენდაციები შეცვალეს. კერძოდ, ამოიღეს საეჭვო შემთხვევების განსაზღვრებიდან ტემპერატურის ცნება.

“ჩვენ დავწერეთ, თუ პაციენტს აღენიშნება მწვავე რესპირაციული დაავადების სიმპტომები, მაგალითად ხველა, ყელის ტკივილი, სუნთქვის გაჭედვა და სხვა და ის მოგზაურობდა ბოლო ორი კვირის მანძილზე მაღალი რისკის ქვეყნებში, ან სტუმრად ჰყავდა ამ ქვეყნებიდან ჩამოსული პირი, ან იმყოფებოდა კონტაქტში სავარაუდო ავადმყოფთან, ის უკვე ითვლება საეჭვო შემთხვევად, ექვემდებარება ჰოსპიტალიზაციას და გამოკვლევას. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, დაახლოებით ნახევარი პაციენტის შემთხვევა გაგვეპარებოდა, რადგან მათ არ ჰქონდათ სიცხე 38-ი და მით უმეტეს, 38-ზე მეტი. ზოგს საერთოდ არ აღენიშნებოდა ტემპერატურა და ამ ცვლილებამ საქართველო მნიშვნელოვანწილად გადაარჩინა და გარკვეულწილად დაღუპა იტალია, რომელიც ჯანმოს მითითებებს ასრულებდა. ერთ-ერთი მიზეზი იტალიაში განვითარებული მოვლენებისა ის არის, რომ პირველ ეტაპზე მას გაეპარა ეს უსიმპტომო პაციენტები, რომლებიც გახდნენ განსაკუთრებით ძლიერი გამავრცელებლები“ – განაცხადა ცერცვაძემ.

 

ცერცვაძე: სულ 3-4-ჯერ იყვნენ სახლში... დანარჩენი იქ ცხოვრობენ"

"განსაკუთრებით მინდა გამოვყო ორი ქალბატონი. კლინიკური დირექტორი და ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები