ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, დღეს არცერთ ქვეყანას არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს. მისი თქმით, ეს არის 2 მილიონზე მეტი საუკეთესო ვაქცინა; ვაქცინაციის 500-ზე მეტი პუნქტი; ავტობუსები ქუჩებში; მობილური ბრიგადები სოფლებსა და რაიონებში; ვაქცინაციის მარათონი; წახალისება და სხვა თუკი რამე არსებობს.
„მოდით, ნუ ვილაპარაკებთ რაიმე საინფორმაციო კამპანიის სიმწირეზე. ამაზე მეტი საინფორმაციო კამპანია, რაც საქართველოშია, უბრალოდ, შეუძლებელია“, – განუცხადა ჟურნალისტებს თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, ცნობილი ფაქტია, რომ ვაქცინაცია ამცირებს, სულ ცოტა, 10-ჯერ გარდაცვალების რისკს და არა ავადობის.
10 და 50 ათასობით ადამიანის შეკრება ვირუსის პროვოცირების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია- დევი ტაბიძე
„თუ ჩვენ დღეს გვაქვს 49 გარდაცვალება, ელემენტარული არითმეტიკაა, რომ ვიყოთ სრულად ვაქცინირებული, გვექნებოდა 4-5 გარდაცვალება. თქვენ გამოიტანეთ დასკვნა, რამხელა შესაძლებლობას უშვებს ხელიდან მოსახლეობა, როცა, ფაქტობრივად, ამჟღავნებს სკეპტიციზმს და ინერტულობას, მაშინ, როდესაც არცერთ ქვეყანას დღეს (შესაძლოა, ჩვენ ცოტა დავაგვიანეთ მასობრივი ვაქცინაქაციის დაწყება, სხვა ქვეყნებმა ჩვენზე 2-3 თვით ადრე დაიწყეს) არ აქვს შექმნილი ისეთი კარგი პირობები ვაქცინაციისთვის, როგორც საქართველოს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
დევი ტაბიძე: მოსახლეობას კორონა-გენოციდი ემუქრება
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, ქვეყანაში დაინფიცირდა 6 024, გარდაიცვალა კიდევ 49 ადამიანი.