LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩამოიტანენ თუ არა საქართველოში წმინდა ცეცხლს: აღდგომის ტაძარში შესაძლოა მომლოცველები არ დაუშვან

581
245070495

კორონავირუსის გამო იერუსალიმში წმინდა ცეცხლის გარდამოსვლის რიტუალის ჩატარებას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. ამის შესახებ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით რუსული მედია წერს.

იერუსალიმის საპატრიარქომ შესაძლოა მიიღოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვით, ცერემონიალს მხოლოდ მამაოები ჩაატარებენ და მას მომლოცველები სხვადასხვა ქვეყნიდან არ დაესწრებიან.

იერუსალიმის საპატრიარქოს იღუმენია ევგენიას განმარტებით, შესაძლოა, ისრაელმა ტურისტების დიდი ნაკადი ვირუსის გამო ვერ მიიღოს, მაგრამ ცერემონია მაინც ჩატარდებაб თუნდაც მას ხუთი კაცი დაესწროს.

„დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, არ გვგონია, რომ 18 აპრილამდე ისრაელმა ტურისტების დიდი ნაკადი მიიღოს. თუმცა ეს ცერემონია ყველა შემთხვევაში ჩატარდება, ოღონდ მიღებული იქნება გამკაცრებული ზომები. პატრიარქი ამ ცერემონიას მაინც ჩაატარებს, თუნდაც მას მხოლოდ ხუთი ადამიანი დაესწროს”, – აცხადებს იღუმენია ევგენია.

საქართველოს საპატრიარქოში აცხადებენ, რომ ჯერ რთულია პროგნოზის გაკეთება დაესწრებიან თუ არა აღდგომის ტაძარში ცეცხლის გარდამოსვლას მომლოცველები.

„ფორტუნას“კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოს საპატრიარქოდან აღდგომის ტაძარში ჩასვლა და წმინდა ცეცხლის საქართველოში ჩამოტანის ტრადიციის გაგრძელება, საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე  პასუხობს: „არ მაქვს პასუხი“.

შეგახსენებთ, ბულგარეთის ეკლესიამ კორონავირუსის გამო მრევლს შინ ლოცვისკენ მოუწოდა, რუმინეთში სინოდის გადაწყვეტილებით ყველა წმინდა ლიტურგია მრევლის გარეშე ჩატარდება, რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ზიარების წესი დროებით შეცვალა. რუსეთში მრევლი ერთჯერადი კოვზებით ეზიარებიან და დროებით აიკრძალა ჯვარზე მთხვევა.

საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ზიარებასთან არ არის დაკავშირებული - მეუფე გერასიმე

"შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ, ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ"

საქართველოში სინოდის გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გამო წმინდა ზიარების წესი არ იცვლება, რადგან მათი თქმით, ეს ღმერთში ეჭვის შეტანას ნიშნავს.

პატრიარქი კი აცხადებს, რომ რთული გზა გველის და ეს გზა ჩვენი გასავლელია.

“ვილოცოთ შინ… ასე განვადიდოთ უფალი… შევასრულოთ რეკომენდაციები” – სასულიერო პირების რჩევები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები