LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ჩემი გვამი პირდაპირ პროკურატურის წინ დადონ, ჩემი შვილის გვამს კი ციხიდან გამოიტანენ” – ხომასურიძე გამოძიებას 10-დღიან ვადას აძლევს

654
BeFunky-collage - 2020-08-21T094357.304

19 წლის ფეხბურთელის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის მამა შიმშილობას აგრძელებს. თამაზ ხომასურიძე დღეიდან პროტესტის უკიდურეს ფორმაზე, მშრალ შიმშილობაზე გადავიდა. ბრალდებულის მამა შვილის სიცრიუს დეტექტორზე შემოწმებას ითხოვს, მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში კი პროკურატურის წინ თავის დაწვით იმუქრება. მან დღეს სამართალდამცველებს 10-დღიანი ვადა მისცა.

“ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად ვშიმშილობ. თუ ის დავუშვით, რომ არასრულწლოვნებს 16 საათი კითხავდნენ და ამაზე არავის რეაგირება არ ჰქონია, მაშინ სიცრუის დეტექტორის გამოყენება რატომ არ შეიძლება. 10 დღიან ვადას ვაძლევ სამართალდამცავებს, სახლში ყველა გაფრთხილებული მყავს, რომ სასწრაფო არ გამოიძახონ, ცუდად რომ გავხდები და ჩემი გვამი პირდაპირ პროკურატურის წინ დადონ, ჩემი შვილის გვამს კი ციხიდან გამოიტანენ”, – აცხადებს ზ. ხ.-ს მამა თამაზ ხომასურიძე.

“საკნიდან ტელევიზორი წაართვეს, ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევენ” – შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული 3 არასრულწლოვანი შიმშილობს

დაკავებულის უფლებადამცველის განცხადებით, შიმშილობს თავად დაკავებული არასრულწლოვანი და მასთან ერთად კიდევ 2 ბრალდებულიც. ადვოკატი თავისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის უდანაშაულობაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ზ.ხ.-ს ბრალეულობა გამოძიების მიერ წარმოდგენილ მასალებში არ დასტურდება, შესაბამისად, წარდგენილ დანაშაულს არ აღიარებენ.

ვის სჯერა ამ სიბრიყვის?! დაცვის მხარეს ახალი მტკიცებულებების იმედი აქვს: პროკურორი ადვოკატებს სიცრუის დეტექტორის გამოიყენებას ურჩევს

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g