LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს ბინძური და ქუჩური შეურაცხყოფა მიაყენეს – თინა კანდელაკი

2300
6-1

რუსეთში მოღვაწე ქართველი ტელეწამყვანი თინა კანდელაკი პუტინის გინების გამო, ხელისუფლებისგან და ტელეკომპანიისგან ბოდიშს ითხოვს. ის ტელეწამყვანი გიორგი გაბუნიას მიერ ვლადიმერ პუტინის გინებას ტვინგაყინულ რადიკალიზმს უწოდებს.

„ერთ-ერთი პროგრამის დასაწყისში, წამყვანმა ჩემი ქვეყნის პრეზიდენტს დიდი ხნის განმავლობაში, ბინძური და ქუჩური შეურაცხყოფა მიაყენა. ასე აკეთებენ ტვინგაყინული რადიკალები, რომლებიც საქართველოში ყველაზე სასტიკი დანაშაულების უკან დგანან. 

ჩვენ ამას გავუმკლავდებით - რუსებს პუტინის გინება ეწყინათ, თუმცა...

გაბუნიას მონოლოგმა, როგორც საქართველოში, ისე რუსეთში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

მივიჩნევ, რომ პრეზიდენტს არა მხოლოდ „რუსთავი 2″-მა უნდა მოუხადოს ბოდიში, არამედ საქართველოს ხელისუფლებამად. არა მგონია, რუსეთის პრეზიდენტს ბოდიშები სჭირდებოდეს, თუმცა ეს სახის შენარჩუნების ერთადერთი საშუალებაა,“ – წერს კანდელაკი.

შეგახსენებთ, გიორგი გაბუნიამ „რუსთავი 2″-ის გადაცემა P.S-ის პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს რუსულ ენაზე აგინა. პრემიერმა ქვეყნის წინააღმდეგ პროვოკაციულ ომად შეაფასა. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ წამყვანის ქმედებას მოქალაქეები უნდა გაემიჯნონ და პოლიტიკურად საშიშ პროვოკაციად შეაფასონ.

ერთი ტელეწამყვანის გამო მთელი საქართველო დაზარალდება – ევგენი პრიმაკოვი

ნიკა გვარამიასთვის მიუღებელია, რომ გაბუნიამ პუტინს “რუსთავი 2”-ის პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა. 

მსგავსი აზრი ჰქონდა პარლამენტის თავმჯდომარესაც. არჩილ თაალაკვაძემ გაბუნიას ქცევა ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად შეაფასა.

გაბუნიას მიმართვა უკვე შეაფასა ეთიკის ქარტიამაც. საბჭოს განცხადებით, ეს არაეთიკური განცხადებები აღვივებს ხელისუფლების მისწრაფებებს შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები