LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჩემს შვილიშვილებს ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში: გამყრელიძე

380
BeFunky-collage (3)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში საკლასო ოთახებში სწავლის გადავადებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააკეთა განმარტება. მისი თქმით, სტუდენტების და მოსწავლეების მობილობის ზრდა ვირუსის ახალი შემთხვევების მსგავსი რაოდენობის ფონზე მიზანშეუწონელია.

კორონავირუსში ბავშვები დამნაშავეები არ არიან, სწავლა არ უნდა გადაიდოს – ივანე ჩხაიძე

“ჩემი რამდენიმე შვილიშვილი სკოლის მოწაფეა და მაქვს ეს პრობლემები ოჯახშიც, რომ რატომ არ წავედით სკოლაში, რატომ არ გვიშვებ, ჰგონიათ, რომ მე არ ვუშვებ სკოლაში. მოგეხსენებათ, საქართველოში სწავლას იწყებდა 120-140 ათასი სტუდენტი და ნახევარ მილიონზე მეტი სკოლის მოწაფე. ეს არის ძალიან დიდი მობილობის ზრდა რამდენიმე დღეში. ჩვენ კარგად ჩავაბარეთ გამოცდა ეროვნულებზე, ახლა მართალი გითხრათ, როცა ზრდა გვქონდა ბოლო 6 დღის განმავლობაში, ასეთი დიდიმობილობა ცოტა შემაშფოთებელი იყო, დიდი მასა ამ 6-7 ქალაქშია, ამიტომ ორკვირიანი დისტანციურ სწავლებაზე გადასვლა მიზანშეწონილია,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

როგორ აგრძელებს მსოფლიო სწავლას: რა შეცვალა კორონავირუსმა სკოლებში – შეადარე საქართველოს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები